AART HOUSE- ხელოვნების სახლი

ART HOUSE- ხელოვნების  სახლი
მეტი ვიდრე უბრალოდ ხელოვნება და სახლი

  ორში შეიქმნა სასწავლო-საგამოფენო სივრცე, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი „არტ“ ინიციატივისათვის. სივრცე, სადაც ახალგაზრდებს თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ საჯარო ლექციების მოდულს არაფორმალური განათლების, ლიტერატურის, თანამედროვე ხელოვნების შესახებ; მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონკურსებსა და გამოფენებში, რომლებიც მიმართული იქნება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებისკენ.

  DSC1192 1024x768

 

 DSC1190 1024x768

 

A & H შენობის ინტერიერი დაყოფილია სხვადასხვა სივრცეებად

საგამოფენო სივრცე

სადაც ეწყობა მუდმივმოქმედი გამოფენები, ასევე გაიმართება საქალაქო ღონისძიებებისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენები.

„არტ“ სტუდია

სადაც მოწყობილია სადისკუსიო-საპრეზენტაციო სივრცე, ბიბლიოთეკა, ასევე განთავსებულია ფოტო და ვიდეო გადაღებისათვის საჭირო აპარატურა და ფოტოსტუდია.

A&H „ხელოვნების სახლი“

გამოფენები - ფოტოგრაფთა კლუბი გაუწევს ორგანიზებას მათი წევრების, სხვადასხვა ფოტოგრაფების, მხატვრების, სკულპტორების, სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენები. ითანამშრომლებს თავისუფალ კურატორებთან.
საჯარო ლექციები - ასევე, ხელოვნების სახლი დაგეგმავს და უმასპინძლებს საჯარო ლექციებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. მოიწვევს პროფესიონალებს მათ ჩასატარებლად.
ინტერესთა ჯგუფები - ლიტერატურა, კინო, მუსიკა, ფოტოგრაფია, მხატვრობა, ფილოსოფია. ჯგუფის წევრები განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს მათი ინტერესთა ჯგუფების შესაბამისად.
ფოტო სტუდია, არტ სკოლა ბავშვებისათვის, თავისუფალი ტრენინგ სივრცე

View the embedded image gallery online at:
http://photo-graphy.ge/index.php/art-house#sigProId2475eb3bfd