Photographers club ორგანიზაციის შესახებ

landing 01

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი არის მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც 2013 წლიდან საქმიანობდა, როგორც საინიციატივო ჯგუფი, 2015 წელს კი არასამთავრობო ორგანიზაციად (ააიპ) ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. კლუბი დაარსების დღიდან ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს: მათ შორის ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსებს, სემინარებსა და მასტერკლასებს. აწყობს ინსტალაციებს ღია სივრცეში აქტუალურ თემებზე: გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების და ა.შ.

2016 წლიდან დღემდე ორგანიზაცია ახორცელებს პროექტს „art house - ხელოვნების სახლი“. პროექტის ფარგლებში წარმოებულ იქნა ადვოკატირების კამპანია, რომლის შედეგადაც ქალაქ გორის ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაზიანებული შენობა უზუფრუქტის წესით გადმოეცა გორელ ფოტოგრაფთა კლუბს. შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. კლუბის საკუთრებაში გადმოეცემის შემდეგ მოხდა შენობის მოხალისეობრივად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასუფთავება და მისი ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე დასრულდა შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით. ხელოვნების სახლში განთავსდდა არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების ცენტრი, რომელიც აერთიანებს მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეს, არტ სტუდიასა, დარბაზს/საგნმანათლებლო სივრცეს საჯარო შეხვედრებისთვის, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ლექციებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონკურსებსა და გამოფენებში, შექმნან ინტერესთა კლუბები.