ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს ცხოვრება ჩვენთვის

ბლოგი შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:01
“ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს ცხოვრება ჩვენთვის” - ამბობდა ამერიკელი ფოტოგრაფი Ralph Hattersley ?
ნიკა უკვე დიდი ხანია ფოტოებს იღებს და ალბათ მალე ჭეშმარიტებასაც გაგვანდობს ?
თუმცა, მანამდე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ფოტოგრაფიული ცხოვრებიდან ??
-ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამაჩემის ნაქონი
"ჩაიკა II"-თ და საბეჭდი მოწყობილობებით ვთამაშობდი განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა ჩემსა და ფოტოგრაფიას შორის.
- რომელია შენი საყვარელი ჟანრი გადასაღებად?
- ზუსტად არ ვიცი, ზოგადად სამყაროს დანახვა სრულად და მკაფიოდ მიჭირს, ბევრი რამ მაბნევს და გარიდების მოთხოვნილებას მიჩენს, ამიტომ ალბათ კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას ავირჩევდი.
- ეს ფოტო მამას გადაუღე, მოგვიყევი რა ხდებოდა , როცა იღებდი
- "მამაჩემი" ასე ჰქვია ფოტოს. როცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გადაადგილება უჭირდა, ძირითად დროს სახლში ატარებდა, ყავა სიგარეტი და ფანჯარა იყო დილის რიტუალი, ხშირად ჩავუვლიდი, შევხედავდი როგორ იჯდა მარტო და არ ვიცოდი რას უყურებდა, რას ფიქრობდა, ჩაკეტილი, ჩუმი და სევდიანი იყო, ფოტოების გადაღებას ვერ იტანდა და მიპროტესტებდა, მოვახერხე, მოვპარე ერთი დილა და დამრჩა მამაჩემის ხატად.
აუცილებელია ვგრძნობდე კონკრეტულ მომენტს.
ჩემთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს რასაც ვიღებ, რომ მომეწონოს, მინიმუმ მახსოვდეს რა და რატომ გადავიღე.
- შენი მუზა სად არის?
-და მაინც განცდები/შეგრძნებები, მძიმე ჩახლართული ემოციური კავშირი იმის მიმართ, რაც ვიზირში ჩანს მანდომებს დავაჭირო ღილაკს თითი.
ნიკა სომხიშვილი