-რისი გადაღება გიყვარს?
ბევრი მიმართულებით მიმუშავია და მიმიღია გამოცდილება, ყველაზე კომფორტულად თავს რეპორტიორად ვგრძნობ, მომწონს ახალი ამბების ცენტრში ყოფნა.
- ახალ პროექტზე რას გვეტყვი ?
გორი ჩემი მშობლიური ქალაქი არ არის, სამი წლის წინ გადმოვედი. უამრავი ახალი რაღაც მქონდა აღმოსაჩენი და დღემდე ამ პროცესში ვარ.
უზომოდ მომწონს და მიყვარს გორში სეირნობა , პატარაა, მაგრამ ყოველ ჯერზე შეიძლება გაგაოცოს. ამ ხეტიალისას ძალიან ბევრი ფოტო დამიგროვდა, ახლა ვცდილობ თავი მოვუყარო ერთად ამ ყველაფერს და აქაურ ადამიანებსაც თავიდან აღმოვაჩენინო ჩვენი ქალაქი .
რაც შეეხება იდეებს, ისინი ყოველთვის გადაღების დროს მოდის, წინასწარ დაგეგმვა არ გამომდის ხოლმე, ამიტომ ყველა ახალი გადაღება ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლებია.
- მუზას სად პოულობ?
მუზა მზეა ყოველთვის