თამარ შოშიტაშვილი

ბლოგი შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:09
ჩვენს Tamara Shoshitashvili-საც ბავშობიდანვე უყვარდა, როცა უღებდნენ ?
გვიყვება, რომ ?
-ასეთ დროს მეტად გახსნილი ვიყავი, ვიდრე სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. გადაღება კი რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ასე არ დამიგეგმავს, რომ კამერა უნდა ამეღო და გადამეღო. ახლობლის ფოტოაპარატი გვქონდა სახლში, რაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ სტრესულ პერიოდს დაემთხვა და უბრალოდ დავიწყე გადაღება დროის გასაყვანად. პროცესი მომეწონა, შედეგიც. მერე თავისთავად განვითარდა მოვლენები, ადამიანები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, რამაც უფრო დამაინტერესა და მეტი გამბედაობა მომანიჭა.
? საყვარელი ჟანრი გაქვს? ?
ამ ეტაპზე უფრო კონცეპტუალური. ალბათ იმიტომ რომ არ გზღუდავს ფორმებში. საინტერესოა და ბევრს გაფიქრებს. მაგ; შეიძლება გადავიღო მზე წყლის ზედაპირზე და ასე გამოვხატო სევდა.
მიყვარს პორტრეტიც, მაგრამ იმდენი ხანია არავინ გადამიღია, ცოტა მაშინებს თხოვნა, "ხომ არ გადამიღებ?!" ?
? შენი პროექტის შესახებ მოგვიყევი, გაგვანდე საიდუმლობები ?
პროექტს ჰქვია "კარანტინში დაჭერილი სინათლე".
სახელიდან გამომდინარე ალბათ ნათელია, რომელ პერიოდზეცაა საუბარი. პირველ კარანტინში მარტო ვიყავი, რაც მოულოდნელად რთული აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. მარტო დარჩენის, სიკვდილისა შიში დამეწყო. ალბათ ყველას გამოუცდია და უცხო არ უნდა იყოს, რა რთულია.
ამ სერიის ინსპირაცია ჩემი შინაგანი მდგომარეობა იყო, შფოთვა, ცვალებადი ემოციები, ტკივილი. მხოლოდ გადაღებით ვწყდებოდი რეალობას. სარკესთან ერთად ამ სერიაში ბევრი რეკვიზიტი მაქვს გამოყენებული, როგორიცაა წყალი, ყვავილები, ხილი, პოლიეთილენის პარკები, ქსოვილები, ფანჯარა და სხვა. ზუსტად ვერ გეტყვით რატომ მაინცდამაინც ისინი.
ალბათ ჩემს თავს ვეძებდი, რომ გადავრჩენილიყავი. იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ სხვა ყველაფერს მომწყვიტა. ბოლომდე მასზე ვიყავი კონცენტრირებული. ერთი კი ნათელია, ეს პროცესი ნამდვილად დამეხმარა.