- საყვარელი ჟანრი გაქვს?
აპარატი პირველად რომ დავიკავე ხელში, სტანდარტულად მეც ყველაფრის გადაღება დავიწყე. ბევრი გადავიღე თუ ცოტა, ბოლოს მივხვდი, რომ პორტრეტებისა და დოკუმენტური ფოტოგრაფიისკენ მიმიწევდა გული. Ამ ყველაფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში.
- მოგვიყევი შენს პროექტზე
-კონკრეტულად ეს ფოტო, ნაწილია იმ სერიის, რომელზეც ახლა ვმუშაობ. Დაგეგმილი არ ყოფილა, კურსელები შევიკრიბეთ და მაშინ გადავიღე. მე არ განმისაზღვრავს არცერთი წამი წინასწარ, უბრალოდ ვიღებდი ისე, რომ ფოტოს ნახვისას ყველას იმ ოთახში მყოფად ეგრძნო თავი, შეეგრძნო ის დინამიკა და ენერგიულობა, ვიღებდი ისე როგორც სინამდვილეში ვიყავი, ამ ყოველივეს თანამონაწილე.
- შენ სად პოულობ მუზას?
ასე კონკრეტული მუზა არ მაქვს/მყავს. შეიძლება ნებისმიერ მომენტში ნებისმიერმა ვინმემ ან რამემ მიიქციოს ჩემი ყურადღება და სწორედ ამიტომაც დავატარებ აპარატს ყოველთვის.