-საყვარელი ჟანრი რომელია?
იქედან გამომდინარე, რომ განვითარების პროცესში ვარ, ვცდილობ მაქსიმალურად ყველაფრის გადაღება ვცადო, თუმცა ბოლო დროს ძალიან მომწონს ადამიანებზე და მათ ყოველდღიურ ყოფით მომენტებზე დაკვირვება გადაღებისას.
-შენი ფოტოები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, გაგვიზიარე მეტი მათ შესახებ
უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვეულებრივ ყოველდღიურობად გვექცა აქციები და პროტესტი. ემოციური კადრების შესაგროვებლად ამაზე უკეთესი ადგილი რთულად საპოვნელია.
ეს ფოტო კომენდანტის საათის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეა გადაღებული, მეგობრებთან ერთად ვიდექი, ფოტოაპარატი არ მქონდა წაღებული და იმ ღამით არც ვაპირებდი რაიმე განსაკუთრებულის გადაღებას. შემთხვევით დავინახე, გამოვედი, ტელეფონით რამოდენიმე კადრი გადავიღე, გავაშავთეთრე and that’s it.
-მუზას სად ეძებ და პოულობ ?