ოთო გვრიტიშვილი

ბლოგი შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:14
აგვისტოს დადგომასთან ერთად, ყველას გვახსენდება დღეები, რომელსაც ჩვენი გონება არასოდეს დაივიწყებს.
Oto Gvritishvili-ს კამერას კი კადრებად ახსოვს ის ყველაფერი რაც ჩვენს ქალაქში, გორში ხდებოდა.
როგორც უკვე იცით, ჩვენი რუბრიკის #ARTHOUSERESIDENTS ფარგლებში, თითოეულ ფოტოგრაფს ვესაუბრებით და ვცდილობთ გავიგოთ როდის დაიწყო მათი და ფოტოგრაფიის ურთიერთობა ?
ამჯერად ოთოს ვესაუბრეთ ?

 

- როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ ფოტოგრაფიას დამეგობრებოდი ? ?
პირველად ალბათ, როდესაც მამაჩემმა საბჭოური წარმოების ზენიტით გადაგვიღო ბავშვებს და მერე სახლშივე დაიწყო დაბეჭდვა სახელდახელოდ მოწყობილ წითელ ოთახში. ამაზე უფრო იდუმალი არაფერია ალბათ ბავშვისთვის როცა ხედავს როგორ ჩნდება ფურცელზე ფოტო.
გადაღება ფაქტობრივად ციფრული ერიდან დავიწყე, მახსოვს პირველი აპარატი ქენონის რაღაც (სასაპნე, ასე ვეძახდით) აპარატი იყო და ისეთ საშინელ სურათებს იღებდა, ისეთს რომ... მაგრამ თავი არ უნდა დაანებო იმ საქმეს რაც გიყვარს და მოგწონს.
შემდგომში უკვე საქმედ გადაიქცა და 2005 წელი იყო, გორის მუნიციპალიტეტი ვებ გვერდს აკეთებდა და ამისთვის ჭირდებოდათ ქალაქის ფოტოები, რომელიც არ არსებობდა მითუმეტეს ციფრული და ასე ვთქვათ პირველი უფასო დაკვეთა იყო, რომ ქალაქი გადამეღო, ამის მერე აღარ გავჩერებულვარ...
- საყვარელი ჟანრი?
ჟანრი ცოტა რთულია რომ გამოარჩიო, უბრალოდ ღია,თავისუფალი სივრცეები მიყვარს..
და ან ქუჩაში ვიღებ, ან ლანჩაფტს ვიღებ, რაც მიყვარს...
თუმცა დოკუმენტურ ჟანრს არაფერი მირჩევნია...
- შენს ფოტოებზე მოგვიყევი, კონკრეტულად კი აგვისტოში გადაღებული ფოტოები გვაინტერესებს
ყველაზე რთული ალბათ ფოტოგრაფისთვის გამორჩეული ფოტოს დასახელებაა...
შენი გადაღებული მოგწონს და გიყვარს....
მაგრამ... მაგრამ არის გადაღების დროს არსებული გარემო, განწყობა და ემოცია რომელსაც ფოტო მუდამ გახსენებს...
ერთ ერთი არის ეს...
წარმოუდგენლად უსუსურობის განცდა და ბოლომდე არ გჯერავს, რომ ეს ხდება...
მერე იყო, ბოღმა, ბრაზი, დაღლა... რატომღაც შიში არ იყო მხოლოდ.. ციხეზე რომ ავრბოდი ვიღაცეები მიყვიროდნენ არ ახვიდე, ჩაიმალე, ნამსხვრევები ცვივა-მოგხვდება...
მაგრამ ადამიანები ხომ ასე ვართ მოწყობილები „ეს მე არ დამემართება“ და მერე აცნობიერებ სამშვიდობოს გასული სიტუაციის მთელ სიმძიმეს... თან ამ დროს მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და ეგაა მხოლოდ...
თავიდან როგორც ყველა დამწყები გაუᲐზრებლად, დაფიქრების გარეშე ვიღებდი, ვიღებდი ყველაფერს, გარემოს, ხალხს, მოძრაობას, ქუჩას...
ფოტოგრაფია ჩემთვის პროფესიის გარდა, გამოწვევაა... გამოწვევა იმის, რომ ვაკეთო ის, რაც არავის გაუკეთებია, ვატარო ექსპერიმენტები, დავინახო ის, რასაც ვერ ხედავენ და ჩემი გამოცდილება გადავცე სხვებს, დამწყებებს, რომ მათ მეტად ბევრს მიაღწიონ.
დროის გაჩერების ან პირიქით, აჩქარების საშუალებაა...
და საყვარელი საქმეა...