სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision- თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებები ახალგაზრდული ჯგუფების მხარდასაჭერად (SYNCS), რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ადვოკატირების პროგრამა- „სასკოლო ფორუმი“ სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა.
სასკოლო ფორუმი მოიცავდა გორში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 3-3 წარმომადგენლის (მშობელი, თვითმმართელობის ლიდერი, მასწავლებელი)მოწვევას არაფომალურ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სკოლების წარმომადგენელთა 3 ჯგუფად გადანაწილება სხვადასხვა თემების მიხედვით, როგორებიცაა: ეკოლოგია & ჯანდაცვა , კულტურა & სპორტი და არაფორმალური განათლება.
ჯგუფებმა საკუთარი თემის (ეკოლოგია, კულტურა და ა.შ ) ფარგლებში იმსჯელეს, სკოლებში არსებულ პრობლემებზე და დასახეს ამ პრობლემათა გადაჭრის გზები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მეწარმეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიცაციის გზით.
შეხვედრაზე მოხდა სკოლების დაკავშირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მათთვის პრობლემათა გადაჭრის ურთიერთსასარგებლო გზის შეთავაზება.