ალტერ-Space

პროექტები ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 09:55
2020-2021 წლებში განხორციელდა პროექტი "ალტერ-Space".
პროექტიში ჩართული იყო 70-ზე მეტი ახალგაზრდა გორის და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
 
ჩაერთე გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტში "ალტერ-Space", რომელიც ხორციელდება “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის” (SCOPE) ფარგლებში.
პროგრამა შესაძლებლობას მოგცემთ:
?მიიღოთ მონაწილეობა გასართობ-შემეცნებოთ აქტივობებში;
? მიიღოთ ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნათ საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტი;
?ესაა გარემო, სადაც საშუალება გექნებათ მაქსიმალურად მოახდინოთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზება.
? პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 9-10-11 კლასის მოსწავლეებს.

 

მედია კლუბი
მედია კლუბი მოიცავს 4,5 თვიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 20 ახალგაზრდა შეისწავლის მულტიმედია ჟურნალისტიკას. ჯგუფის შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ და მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ვიდეო სიუჟეტების მომზადება, დაეუფლონ ტექსტის წერის, ოპერატორობის, ვიდეო მემონტაჟის და ბლოგერობის პროფესიებს. სასწავლო კურსის მანძილზე მონაწილეები შექმნიან საკუთარი გადაცემებს ან ფოტო-ვიდეო ბლოგებს, რაც მათ სხვდასხვა პროფესიული უნარის განვითარებაში დაეხმარება.
ფოტოგრაფია
შეისწავლე ფოტოგრაფია, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკული კურსს. ისწავლე გადაღება და ჩაერთე კონკურსებში და გამოფენებში. კურსი 3 თვის მანძილზე გაგრძელდება, ჯგუფი დაკომპლექტდება ფოტოგრაფიით დაინტერესებული ახალგაზრდებით. კურსის მსვლელობის დროს მოწვეულნი იქნებიან ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც გამართევენ მასტერკლასს ახალგაზრდებისათვის. პროექტის საბოლოო ეტაპზე, ახალგაზრდები შექმნიან ნამუშევრებს გამოფენისათვის, რომელიც დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება და 1 თვის მანძილზე დარჩება გამოფენილი ხელოვნების სახლის მუდმივ მოქმედ გალერეაში.
კინო კლუბი
კინო კლუბი (ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით) ხშირად რთულია ახალგაზრდებთან პირდაპირ საუბარი ადამიანის უფლებებზე; საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ახალგაზრდებს სწრაფად სწყინდებათ ან ინტერესს კარგავენ მსგავსი შეხვედრების დროს. ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ არის კონო ხელოვნება, რადგან დოკუმენტურ კინოს ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, დიდი ემოციის და შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, რაც უზრუნველყოფს მსმენელების მიერ საკითხის სიღრმისულად შესწავლას. პროექტის ფარგლებში კვირაში ერთხელ მოეწყობა კინოჩვენება, რომლის შემდგომ გაიმართება დისკუსია განხილულ თემასთან დაკავშირებით.