გამოფენა 19 კითხვა

სიახლეები ორშაბათი, 05 ივლისი 2021 15:20
კუთვნილების ცნება მოქნილი, სოციალურად კონსტრუირებული და ცვალებადია. ხშირად ის კონკრეტულ ფიზიკურ სივრცესთან - სახლთან ემოციური ან ონტოლოგიური მიჯაჭვულობის გრძნობას გულისხმობს.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს, როგორც მოაზროვნე ინდივიდებს, საკუთარი ადგილის, კუთვნილების განსაზღვრის განსაკუთრებულად ღრმა მოთხოვნა აქვთ, იმისთვის, რომ მიანიჭონ თავიანთ ცხოვრებას აზრი და მიზანი, რაც მათ საკუთარი გამოცდილებების გადააზრებასა და გაანალიზებაში უწყობთ ხელს. ის, თუ როგორ ვხსნით და ვაანალიზებთ ჩვენსავე პიროვნებას საკუთარ თავთან, ხშირად, სწორედ ამ კომპლექსური პროცესებიდან მომდინარეობს.
სწორედ კუთვნილებისა და საკუთარი ადგილის ძიების პროცესს იკვლევს გამოფენა „19 კითხვა“. ესაა მონაწილეთა მიერ საკუთარი ადგილის ძიების მცდელობა, პირადი გამოცდილებებითა და იმ ისტორიებით, რომლებსაც ისინი თავიანთი სერიებით გვიყვებიან, იმაზე, თუ ვინ არიან, საიდან მოდიან და როგორ მოვიდნენ აქამდე.
როგორც მთხრობელები ჩვენ იშვიათად ვართ ჩვენივე ისტორიების ერთადერთი ავტორები: ისინი უწყვეტ დიალოგს ქმნიან ჩვენ გარშემო მყოფებთან და შედეგად, პერსონალურ გამოცდილებებად ტრანსფორმირდებიან. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებთ იმ კვალს, რომელიც ჩვენზე კონკრეტულმა მოვლენებმა და ადამიანებმა დატოვეს - რომელთაც მოგვცეს ჩვენ ჩვენი “ისტორიები”, რაც ხაზოვანი დროის რღვევის შემთხვევაში ჩვენს კოლექტიურ „აწმყოს“ ქმნის.
მონაწილეები გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club: ანა ბარჯაძე, ლევან ახალკაცი, გიორგი აბრამიძე, გიორგი კობალაძე, თათა საბაშვილი, ზურა ხომერიკი, თაკო ტაველიძე, თამარა შოშიტაშვილი, თინა კარელიძე, კახაბერ ქარელიძე, ლუკა ბედოშვილი, მარიამ შალამბერიძე, ნიკა სომხიშვილი, ნუცა ლომსაძე, ოთო გვრიტიშვილი, ტატო წიქარიძე, თინათინ ციცვიძე, მარიამ თოფჩიშვილი.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი, არაფორმალური, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს გორში, შიდა ქართლში. გაერთიანების მიზანია, ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფოტოგრათა კლუბმა 2016 წელს დაიწყო პროექტი „Art house - ხელოვნების სახლი“- ს განხორციელება, რომელიც არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების ცენტრი შექმნას ისახავდა მიზნად. ბევრი მუშაობისა და გმოწვევების დაძლევის შემდეგ ხელოვნების სახლი რეაბილიტირებულია, შესაბამისად, გვსურს მოგიწვიოთ ხელოვნების სახლის გახსნასა და ფოტოგამოფენაზე.
გამოფენა დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში
*
საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) საგრანტო პროექტ: „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში.