ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 09:55

ალტერ-Space

2020-2021 წლებში განხორციელდა პროექტი "ალტერ-Space".
პროექტიში ჩართული იყო 70-ზე მეტი ახალგაზრდა გორის და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
 
ჩაერთე გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტში "ალტერ-Space", რომელიც ხორციელდება “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის” (SCOPE) ფარგლებში.
პროგრამა შესაძლებლობას მოგცემთ:
?მიიღოთ მონაწილეობა გასართობ-შემეცნებოთ აქტივობებში;
? მიიღოთ ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნათ საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტი;
?ესაა გარემო, სადაც საშუალება გექნებათ მაქსიმალურად მოახდინოთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზება.
? პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 9-10-11 კლასის მოსწავლეებს.
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 11:45

გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი

ფოტოპროექტი „სუფთა და უსაფრთხო ქალაქი“-პროექტი ორგანიზებულ იქნა გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა"-სათან ერთად
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 11:31

სასკოლო ფორუმი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision- თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებები ახალგაზრდული ჯგუფების მხარდასაჭერად (SYNCS), რომლის მიზანია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ადვოკატირების პროგრამა- „სასკოლო ფორუმი“ სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა.

სასკოლო ფორუმი მოიცავდა გორში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების 3-3 წარმომადგენლის (მშობელი, თვითმმართელობის ლიდერი, მასწავლებელი)მოწვევას არაფომალურ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სკოლების წარმომადგენელთა 3 ჯგუფად გადანაწილება სხვადასხვა თემების მიხედვით, როგორებიცაა: ეკოლოგია & ჯანდაცვა , კულტურა & სპორტი და არაფორმალური განათლება.

ჯგუფებმა საკუთარი თემის (ეკოლოგია, კულტურა და ა.შ ) ფარგლებში იმსჯელეს, სკოლებში არსებულ პრობლემებზე და დასახეს ამ პრობლემათა გადაჭრის გზები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მეწარმეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიცაციის გზით.

შეხვედრაზე მოხდა სკოლების დაკავშირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მათთვის პრობლემათა გადაჭრის ურთიერთსასარგებლო გზის შეთავაზება.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ფოტოსესია - პროექტი ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტოპროექტი „ძლიერი ქალი - ძლიერი ქვეყანა“ გენდერული  ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში-     პროექტი  ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:17

მყინვარწვერის ქრონიკები

მყინვარწვერის ქრონიკები
ვდგავართ ორნი მწვერვალის ძირში, კლდეებთან. სამი წლის შემდეგ, ისევ 5 სექტემბერს. წვერი არ ჩანს, თოკასაც კი ძლივს ვხედავ ხუთმეტრიანი თოკის მეორე ბოლოში. აქ უკვე მესამედ ვართ ერთად, ახლა უკვე ერთად და მარტოები. ვიცით, წვერამდე სულ რამდენიმე მეტრი გვაკლია. ისიც ვიცით, რამდენს ვრისკავთ ყოველი შემდეგი ნაბიჯით ზემოთ. წერაყინს მთელი ძალით ღრმად ვარჭობთ, ქარმა რომ რუსეთის სტეპებისკენ არ გადაგვიყოლოს. ქარიშხალს ერთადერთი სასიამოვნო თოკას ხმა მოაქვს ჩემამდე, მაგრამ ჩემი პასუხები იქამდე ვეღარ აღწევს, ამიტომ ნახევრად გაყინული და წერაყინისგან თავისუფალი ცალი ხელით ვანიშნებ რაღაცებს.
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:14

ოთო გვრიტიშვილი

აგვისტოს დადგომასთან ერთად, ყველას გვახსენდება დღეები, რომელსაც ჩვენი გონება არასოდეს დაივიწყებს.
Oto Gvritishvili-ს კამერას კი კადრებად ახსოვს ის ყველაფერი რაც ჩვენს ქალაქში, გორში ხდებოდა.
როგორც უკვე იცით, ჩვენი რუბრიკის #ARTHOUSERESIDENTS ფარგლებში, თითოეულ ფოტოგრაფს ვესაუბრებით და ვცდილობთ გავიგოთ როდის დაიწყო მათი და ფოტოგრაფიის ურთიერთობა ?
ამჯერად ოთოს ვესაუბრეთ ?
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:12

ზურა ხომერიკი

ჩვენი ყველა ფოტოგრაფის კარიერა ფოტოაპარატით როდი იწყება ?
Zura Khomeriki -ს, რომ ვკითხეთ,რატომ გაგიტაცა ამ საქმიანობამო, გვითხრა, ფოტოაპარატის ნაცვლად ტელეფონით დავიწყე გადაღება, მერე ოჯახის წევრებს და მეგობრებს ვაჩვენე და კომპლიმენტებმა მოტივაცია გამიჩინაო ?
ხოდა მოგვინდა მეტი გაგვეზიარებინა თქვენთვის და რამდენიმე კითხვაც დავუსვით ?
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:10

ტატო წიქარიძე

“უბრალოდ მივედი მშობლებთან და მტკიცედ განვაცხადე რომ ფოტო აპარატი მესაჭიროებოდა”
ასე მკაცრად, თუმცა საინტერესოდ დაიწყო ტატო წიქარიძე-ს და ფოტოგრაფიის ურთიერთობა. მშობლებს ალბათ ცოტა გაუკვირდათ, თუმცა ბავშვს გული არ ატკინეს და დღეს საშუალება გვაქვს ჩვენი კიდევ ერთი ფოტოგრაფი ტატო წიქარიძე გაგაცნოთ
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:09

თამარ შოშიტაშვილი

ჩვენს Tamara Shoshitashvili-საც ბავშობიდანვე უყვარდა, როცა უღებდნენ ?
გვიყვება, რომ ?
-ასეთ დროს მეტად გახსნილი ვიყავი, ვიდრე სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. გადაღება კი რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ასე არ დამიგეგმავს, რომ კამერა უნდა ამეღო და გადამეღო. ახლობლის ფოტოაპარატი გვქონდა სახლში, რაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ სტრესულ პერიოდს დაემთხვა და უბრალოდ დავიწყე გადაღება დროის გასაყვანად. პროცესი მომეწონა, შედეგიც. მერე თავისთავად განვითარდა მოვლენები, ადამიანები გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, რამაც უფრო დამაინტერესა და მეტი გამბედაობა მომანიჭა.
logo

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონში,
რომელიც ხელოვნების და კულრუტის სფეროში მოღვაწეობს.

 

 

კონტაქტი

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

+995 598 18 36 74

goriphotographers@gmail.com

გურამიშვილის #5, გორი, საქართველო


ოთო გვრიტიშვილი

+995 598 18 36 74

gvritishvilioto@gmail.com