პროექტში ჩართული არიან მოსწავლეები გორის საჯარო სკოლებიდან და მათ აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფოტოგრაფიასა და მულტიმედია ჟურნალისტიკაში, გარდა ამისა, გაეცნონ ადამიანის უფლებებს კინოხელოვნების გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის” (SCOPE) ფარგლებში
SCOPE პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.