შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 16:05

თინა ციცვიძე

დღეს გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ფოტოგრაფი - თინა თინ ციცვიძე გაგაცნოთ,რომელიც ახალ პროექტზე მუშაობს. ??
ჯერ არ დაუსრულებია და ამიტომ სახელიც არ გვითხრა, თუმცა პატარა დეტალები მაინც გამოვტყუეთ.??
- როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
როდის და რატომ არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ფოტოების გადაღება.
დედა ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. ყველა ფოტოს კადრის შესაბამისად ექსპრომტად ლექსს წააწერდა ხოლმე,როგორც პატარა ისტორიას, ეს კი ძალიან ორიგინალური და საინტერესო იყო ჩემთვის.დღემდე ბევრი ასეთი ,,ისტორია" ინახება ჩვენი ოჯახის ფოტოალბომში. შესაძლოა,ამანაც აღძრა ეს ინტერესი ჩემში.
“ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს ცხოვრება ჩვენთვის” - ამბობდა ამერიკელი ფოტოგრაფი Ralph Hattersley ?
ნიკა უკვე დიდი ხანია ფოტოებს იღებს და ალბათ მალე ჭეშმარიტებასაც გაგვანდობს ?
თუმცა, მანამდე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ფოტოგრაფიული ცხოვრებიდან ??
-ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მამაჩემის ნაქონი
"ჩაიკა II"-თ და საბეჭდი მოწყობილობებით ვთამაშობდი განსაკუთრებული კავშირი ჩამოყალიბდა ჩემსა და ფოტოგრაფიას შორის.
- რომელია შენი საყვარელი ჟანრი გადასაღებად?
- ზუსტად არ ვიცი, ზოგადად სამყაროს დანახვა სრულად და მკაფიოდ მიჭირს, ბევრი რამ მაბნევს და გარიდების მოთხოვნილებას მიჩენს, ამიტომ ალბათ კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას ავირჩევდი.
- ეს ფოტო მამას გადაუღე, მოგვიყევი რა ხდებოდა , როცა იღებდი
- "მამაჩემი" ასე ჰქვია ფოტოს. როცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გადაადგილება უჭირდა, ძირითად დროს სახლში ატარებდა, ყავა სიგარეტი და ფანჯარა იყო დილის რიტუალი, ხშირად ჩავუვლიდი, შევხედავდი როგორ იჯდა მარტო და არ ვიცოდი რას უყურებდა, რას ფიქრობდა, ჩაკეტილი, ჩუმი და სევდიანი იყო, ფოტოების გადაღებას ვერ იტანდა და მიპროტესტებდა, მოვახერხე, მოვპარე ერთი დილა და დამრჩა მამაჩემის ხატად.
აუცილებელია ვგრძნობდე კონკრეტულ მომენტს.
ჩემთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს რასაც ვიღებ, რომ მომეწონოს, მინიმუმ მახსოვდეს რა და რატომ გადავიღე.
- შენი მუზა სად არის?
-და მაინც განცდები/შეგრძნებები, მძიმე ჩახლართული ემოციური კავშირი იმის მიმართ, რაც ვიზირში ჩანს მანდომებს დავაჭირო ღილაკს თითი.
ნიკა სომხიშვილი
24 ივლისს ხელოვნების სახლში გაიმართა ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - "მხატვრული განათლება დღეს"
საჯარო ლექციების ციკლი დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში
222531133 1225370967883334 6531138789281818408 n224548953 1225370934550004 7135629485764558158 n221670283 1225370787883352 709560052690528183 n
სამშაბათი, 06 ივლისი 2021 15:43

დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია

6 ივლისს ხელოვნების სახლში ვუმასპინძლეთ მწერალ დათო ტურაშვილს.
ხელოვნების სახლმა დაიწყო საჯარო ლექციების ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც საზოგადეობას საშუალება ექნებათ დაესწრონ შეხვედრებს მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, სხვადასხვა სფეროს წამომადგენლებთან.
სამშაბათი, 06 ივლისი 2021 15:31

დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი და ხელოვნების სახლი გიწვევთ დატო ტურაშვილის საჯარო ლექციაზე.
6 ივლისს 18 საათზე, ხელოვნების სახლში
შაბათი, 03 ივლისი 2021 15:23

ხელოვნების სახლი გაიხსნა

?5 ივნისს ხელოვნების სახლი / Art House გაიხსნა!!!
?ხელოვნების სახლი / Art House არის გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club-ის პროექტი, რომლის განხორციელებაც 2016 წლს დავიწყეთ.
ორშაბათი, 05 ივლისი 2021 15:20

გამოფენა 19 კითხვა

კუთვნილების ცნება მოქნილი, სოციალურად კონსტრუირებული და ცვალებადია. ხშირად ის კონკრეტულ ფიზიკურ სივრცესთან - სახლთან ემოციური ან ონტოლოგიური მიჯაჭვულობის გრძნობას გულისხმობს.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს, როგორც მოაზროვნე ინდივიდებს, საკუთარი ადგილის, კუთვნილების განსაზღვრის განსაკუთრებულად ღრმა მოთხოვნა აქვთ, იმისთვის, რომ მიანიჭონ თავიანთ ცხოვრებას აზრი და მიზანი, რაც მათ საკუთარი გამოცდილებების გადააზრებასა და გაანალიზებაში უწყობთ ხელს. ის, თუ როგორ ვხსნით და ვაანალიზებთ ჩვენსავე პიროვნებას საკუთარ თავთან, ხშირად, სწორედ ამ კომპლექსური პროცესებიდან მომდინარეობს.
სამშაბათი, 29 ივნისი 2021 15:18

გამოფენა „19 კითხვა

გამოფენა „19 კითხვა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 15:13

გამოფენა "გარდასახვა"

Საოცარი ამბავი გვაქვს ? ❤
კვირა, 06 ივნისი 2021 15:09

გარდასახვა

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს პროექტს
"ალტერ-SPACE",
logo

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონში,
რომელიც ხელოვნების და კულრუტის სფეროში მოღვაწეობს.

 

 

კონტაქტი

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

+995 598 18 36 74

goriphotographers@gmail.com

გურამიშვილის #5, გორი, საქართველო


ოთო გვრიტიშვილი

+995 598 18 36 74

gvritishvilioto@gmail.com